Belive

"სხეულით პარიზში ვარ, თუმცა ჩემი სული უკვე ლივერპულთან არის" - ბრედლი ბარკოლა

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრედლი ბარკოლამ სოციალური ქსელის საშუალებით პსჟ-ს ხელმძღვანელობას საჯაროდ მოუწოდა და სთხოვა, რომ ლივერპულში გაუშვან.

მინდა პსჟ-ს გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო, ამას ძალიან ვაფასებ. ჩემს კარიერაში მომდევნო დიდი ნაბიჯის გადადგმის დრო დადგა და იმედი მაქვს, მალე მომცემენ უფლებას ჩემი ოცნების კლუბს შევუერთდე.

ყოველთვის ლივერპულის ქომაგი ვიყავი. ეს ჩემმა ახლობლებმა და ჩემი ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელმაც კი იცის. სხეულით პარიზში ვარ, თუმცა ჩემი სული უკვე ლივერპულთან არის. - განაცხადა ბრედლი ბარკოლამ

Foot01-ის ინფორმაციით, ლივერპული თანახმაა, ბრედლი ბარკოლას შესაძენად, 135 მილიონი ევრო გადაიხადოს. ლუის ენრიკემ, ფრანგი ფეხბურთელი, ლანსთან მატჩში, განაცხადს მიღმა დატოვა, რაც მიმდინარე სატრანსფერო მოლაპარაკებებში, მნიშვნელოვან განვითარებაზე მიუთითებს.

ბარკოლას დამატება ლონდონის არსენალსაც სურდა, მაგრამ ინგლისურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლივერპულის ასეთი აქტიურობის შემდეგ, ფრანგი ფეხბურთელის პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონების რიგებში გადასვლა აღარ განიხილება.

სხვა სტატიები