Belive

ემილიანო მარტინესმა ჩელსიში ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა

5 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ასტონ ვილასა და არგენტინის ეროვნული ნაკრების მეკარე - ემილიანო მარტინესი ლონდონის ჩელსის შესთავაზეს.

„არისტოკრატების“ ხელმძღვანელობა ამ ვარიანტს სერიოზულად განიხილავს. თავად მსოფლიო ჩემპიონმა ფეხბურთელმა აგენტების მეშვეობით ლონდონურ კლუბში გადაბარგებაზე უკვე განაცხადა თანხმობა და ტრანსფერის განხორციელებით ძალიან დაინტერესებულია.

ამ ეტაპზე ჩელსიში შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს, რომელშიც კლუბის მფლობელები, დირექტორთა საბჭო, სპორტული მენეჯმენტი და მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსო მონაწილეობენ. ლონდონელები მარტინესის დამატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ არსებული მეკარეებიდან: რობერტ სანჩესიდან ან მაიკ პენდერსიდან, ერთ-ერთის გასხვისების საკითხს გადაჭრიან, რადგან გუნდში სამი მაღალი დონის მეკარის ყოლა პროდუქტიული არ იქნება.

ბირმინგებული გუნდიდან მარტინესის წასვლა პრაქტიკულად გარდაუვალია. არგენტინელ მეკარეს ასტონ ვილასთან ერთად ახალი სეზონი საერთოდ არ დაუწყია და მიმდინარე გათამაშებაში მოედანზე არცერთ შეხვედრაში არ გამოჩენილა.

ამასთან, ასტონ ვილამ უკვე განახორციელა ცვლილება კარის ხაზზე და გუნდში იაპონელი მეკარე სუზუკი მოიყვანა, რაც 100%-ით ადასტურებს იმას, რომ მარტინესს ბირმინგემული კლუბის დატოვება საბოლოოდ აქვს გადაწყვეტილი.

სტემფორდ ბრიჯზე მეკარის პოზიციის გაძლიერება კიდევ უფრო აქტუალური გახდა რობერტ სანჩესის ირგვლივ არსებული კრიტიკის ფონზე. ესპანელი გოლკიპერი უკვე მეორე სეზონია ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურება. ფანები და ექსპერტები მას ხშირად საყვედურობენ, რადგან სანჩესი თითქმის ყველა შეხვედრაში 2-3 სერიოზულ, პოტენციურად საგოლე შეცდომას უშვებს, რაც ჩელსის სამწვრთნელო შტაბს ახალი, მსოფლიო დონის მეკარის ძიებისკენ კიდევ უფრო უბიძგებს.

სხვა სტატიები