სამხრეთ კორეამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა
სამხრეთ კორეის ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ნაკრების კაპიტანი იქნება 33 წლის ფეხბურთელი ჰეუნ მინ სონი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე თავის მხრივ მეოთხედ ითამაშებს.
სამხრეთ კორეა A ჯგუფში იასპარეზებს, მათთან ერთად კი ჯგუფში იქნება მექსიკა, სამხრეთ აფრიკა და ჩეხეთი.
სამხრეთ კორეის 26 მოთამაშე:
მეკარეები: კიმ სეუნ-გიუ, ბუმ-კეუნ სონგი, ჯო ჰიონ-ვუ
მცველები: კიმ მუნ-ჰვანი, კიმ მინ-ჯე, კიმ ტაე-ჰიონი, ჯინ-სოპ პარკი, იანგ-ვუ სეოლი, იენს კასტროპი, კი-ჰიუკ ლი, ტაე-სეოკ ლი, ჰან-ბეომ ლი, იუ-მინ ჩო.
ნახევარმცველები: კიმ ჯინ-გიუ, ჯუნ-ჰო ბაე, სეუნ-ჰო პაიკი, ჰიუნ-ჯუნ იანგი, ჯი-სუნ ეომი, კანგ-ინ ლი, დონ-გიონგ ლი, ჯაე-სუნგ ლი, ინ-ბიომ ჰვანგი, ჰე-ჩან ჰვანგი.
თავდამსხმელები: ჰეუნ მინ სონი, ჰიონ-გიუ ო, გუ-სუნგ ჩო
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება და ჩრდილოეთ ამერიკის სამ ქვეყანაში – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება. ტურნირი 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.