Belive

ცნობილია, თუ ვინ იქნებიან მუნდიალზე ესპანეთის ნაკრების კაპიტნები

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 1 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. ესპანეთის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა ვიცით, რომ ნაკრების მწვრთნელი - ლუის დე ლა ფუენტე მუნდიალის საბოლოო შემადგენლობას 25 მაისს გამოაცხადებს.

ესპანურ მედიებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკვე ცნობილია, თუ ვინ იქნებიან მუნდიალზე ესპანეთის ნაკრების კაპიტნები.

  • პირველი კაპიტანი - როდრი

  • ვიცე-კაპიტანი - უნაი სიმონი

  • მესამე კაპიტანი - ფერან ტორესი

ნაკრების პირველი კაპიტანი, ევროპის ჩემპიონი - როდრი იქნება, რომელიც ნაკრების ღირსებას 2018 წლიდან იცავს და დღემდე 61 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 4 გოლის გატანა შეძლო, ევროპის ჩემპიონობის შემდეგ კი, მან ოქროს ბურთიც მოიგო.

ესპანეთის ნაკრები მუნდიალზე ასპარეზობას 15 ივნისს, კაბო ვერდეს წინააღმდეგ დაიწყებს, 21 ივნისს საუდის არაბეთს ეთამაშებიან, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 27 ივნისს ურუგვაისთან მატჩით დახურავს.

სხვა სტატიები