Belive

რონალდუს სანაკრებო მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

კრიშტიანუ რონალდუს სანაკრებო მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა პორტუგალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ, ჟორჟე ჟეზუშთან დაპირისპირების შემდეგ. თუმცა პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პედრუ პროენსამ კონფლიქტის მნიშვნელობა შეამცირა და სიტუაციას გაუგებრობა უწოდა. პროენსას თქმით, ეს ყველაფერი შიდა დონეზე მოგვარდება.

ამ ყველაფერის ფონზე, პროენსამ რონალდუს მხარდაჭერა გამოუცხადა. მან, სიტუაციის განმუხტვა რონალდუს მიერ ქვეყნისათვის გაწეული ისტორიული ღვაწლის შეხსენებით სცადა.

ჩვენ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელზე ვსაუბრობთ. ფეხბურთელზე, რომელმაც პორტუგალიას ორ ათწლეულზე მეტი მიუძღვნა. თუ კრიშტიანუ სათამაშოდ მზად იქნება, ის ყოველთვის იქნება ამ ნაკრების ნაწილი. მან იცის, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს მის მიმართ. რაც მოხდა, გაუგებრობა იყო და შიდა დონეზე მოგვარდება. რონალდუ ჩვენი ქვეყნის სიმბოლოა. ის პორტუგალიური ფეხბურთის ლეგენდა და განსაკუთრებული ფეხბურთელია. - პედრუ პროენსა

მიუხედავად იმისა, რომ მოედნის მიღმა განვითარებულმა მოვლენებმა დიდი ყურადღება მიიპყრო, ჟეზუშმა ერთა ლიგის მატჩებზე გაამახვილა ყურადღება. რონალდუს გარეშე, პორტუგალიამ დანიას 4:2 მოუგო. ჯერჯერობით უცნობია, დაბრუნდება თუ არა რონალდუ მომდევნო სანაკრებო მატჩებისთვის. ახლა ფედერაციას მოუწევს, გუნდის მომავალ შეკრებამდე, კულისებს მიღმა, კონფლიქტის მოგვარებაზე იმუშაოს.

სხვა სტატიები