Belive

კრიშტიანუ რონალდუ ნაკრებში ერთი პირობით დაბრუნდება

2 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

კრიშტიანუ რონალდუს კრიზისი პორტუგალიის ნაკრებში, ჯერ კიდევ არ დასრულებულა. სიტუაცია ახალ ფაზაში გადავიდა. ჟორჟე ჟეზუშის თქმით, რონალდუსთვის, ნაკრებში დასაბრუნებლად, კარი ღიაა. თუმცა მედიის ცნობით, ახლა კრიშტიანუს მხრიდან, კონკრეტული პირობა გამოიკვეთა, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც, 41 წლის ფეხბურთლი ეროვნული ნაკრების მაისურს აღარ ჩაიცვამს.

ნორვეგიასთან გამარჯვების შემდეგ, ჟეზუშმა განაცხადა: "ყველაფერი ღიაა. კრიშტიანუმ თავად უნდა გადაწყვიტოს თავისი ბედი, ეს ჩემზე არაა დამოკიდებული. ეს გაუგებრობა იყო და ჩემი აზრით, ამის მოგვარება მარტივია. მე არ ვწუხვარ, ეს მისი გადაწყვეტილებაა."

"CNN Portugal"-ის ურნალისტ, რუი სანტოსის ინფორმაციით, რონალდუს ეს განცხადებები არ მოეწონა და ფეხბურთელი ამის გამო ძალიან იმედგაცრუებულია. სანტოსმა, "Foot Mercato"-ს ცნობით, განმარტა, რომ რონალდუმ მასთან დაახლოებულ პირებს უთხრა, რომ პორტუგალიის ნაკრებში იქამდე არ დაბრუნდება, სანამ ჟორჟე ჯეზუში მთავარი მწვრთნელის პოსტზეა.

იმავე წყაროს ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი რონალდუს რწმენაა, რომ ჯეზუშს ეს ყველაფერი შემთხვევით არ უთქვამს. ფეხბურთელი მწვრთნელის პოზიციაში წინააღმდეგობას ხედავს. ჟეზუშმა ერთი მხრივ რონალდუს დაბრუნებისა და მისი ერთა ლიგაზე თამაშის სურვილი გამოთქვა, თუმცა იმავდროულად, აღნიშნა, რომ თავდამსხმელს ბოდიშის მოხდა არ მოეთხოვება და ეროვნული ნაკრების შემადგენლობას თავად განსაზღვრავს.

რონალდუს დაბრუნება პირდაპირ ჟეზუშის მომავალს დაუკავშირდა. კრიზისი კვლავ მოუგვარებელია. ამ ეტაპზე, რამდენიმე ვარიანტი განიხილება და ახლა ყველა იმის მოლოდინშია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს დღეებში.

სხვა სტატიები