Belive

პსჟ და ლივერპული ბარკოლას ტრანსფერზე შეთანხმდნენ

5 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპულმა პსჟ-სგან ბრედლი ბარკოლას ტრანსფერის თაობაზე თანხმობა მიიღო.

მერსისაიდელები 100 მილიონ ფუნტს გადაიხდიან. დამატებითი პუნქტების მიხედვით, ტრანსფერი საბოლოო ჯამში 140 მილიონამდე აიწევს. სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტები 24 საათში გაიცვლება. ფაბრიციო რომანო ამბობს, რომ ამ ტრანსფერს წინ აღარაფერი დაუდგება.

2025/2026 წლების სეზონში ბარკოლამ პსჟ-სთვის 49 შეხვედრაში ითამაშა. ამ დროში ფრანგმა შემტევმა 13 გოლის და 7 ასისტის შესრულება შეძლო. შეგახსენებთ, რომ ბრედლის პარიზელებთან ერთად 2 ჩემპიონთა მოიგო.

სხვა სტატიები