ტედ ლასოს მსახიობი ვილნიუსის ქალთა გუნდის მწვრთნელად მიიწვიეს
ლიეტუვის დედაქალაქური კლუბის ქალთა გუნდმა პოპულარული სერიალის, „ტედ ლასოს“ მთავარი როლის შემსრულებელს, ჯეისონ სუდეიკისს რეალურ ცხოვრებაში მწვრთნელის ამპლუას მორგება და ამ შემოდგომაზე ვილნიუსის ქალთა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელობა შესთავაზა.
ვილნიუსის ჟალგირისმა, ქალაქის ტურიზმისა და ბიზნესის განვითარების სააგენტო 'Go Vilnius'-მა და მედიაორგანიზაცია 'Laisvės TV'-იმ ძალები გააერთიანეს და ჰოლივუდის ვარსკვლავს ოფიციალური მოწვევა გაუგზავნეს, რათა იგი ლიეტუვას ეწვიოს და ჟალგირისის ქალთა მთავარი მწვრთნელის პოსტი სულ მცირე ერთი კვირით დაიკავოს.
ეს უჩვეულო ინიციატივა „ტედ ლასოს“ მეოთხე სეზონის სიუჟეტს უკავშირდება, სადაც სუდეიკისის პერსონაჟი, ამერიკელი მწვრთნელი ქალთა საფეხბურთო გუნდის გაძღოლას იწყებს. 'Apple TV'-ის გლობალურ სერიალს 139 ნომინაცია და 40 ჯილდო აქვს მოპოვებული. ვილნიუსის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სურდათ ლიეტუვური ფესვების მქონე მსახიობისთვის მიეცათ შანსი, ეს სიუჟეტი რეალურ ცხოვრებაში გამოეცადა და ქვეყნის A ლიგის წამყვან ქალთა გუნდს სათავეში ჩასდგომოდა.
ორგანიზატორების თქმით, სუდეიკისს სრული თავისუფლება და პროფესიონალი სამწვრთნელო შტაბის მხარდაჭერა ექნება, რათა ვარსკვლავის დებიუტი „ტედ ლასოს“ ეპიზოდივით ზედმეტად დრამატული არ აღმოჩნდეს. თანხმობის შემთხვევაში, ვილნიუსი მსახიობს სტადიონს მიღმაც საინტერესო პროგრამას ჰპირდება, რომლის შთაგონებაც პერსონაჟი „მწვრთნელი ბირდია“. - ტედის ასისტენტი, რომელიც უცნაური ადგილების მიმართ ინტერესით გამოირჩევა.
ვილნიუსის „ჟალგირისის“ პრეზიდენტმა და 'Laisvės TV'-ის ხელმძღვანელმა, ანდრიუს ტაპინასმა აღნიშნა, რომ პროექტის მთავარი მიზანი ქალთა სპორტზე ყურადღების გამახვილება და ვილნიუსის შემოქმედებითი პოტენციალის ჩვენებაა.
„გახსოვთ ის ცნობილი ყვითელი აბრა წარწერით 'Believe' (იწამე) ტედ ლასოს გასახდელიდან? აქ, ვილნიუსში, ჩვენ 100%-ით გვჯერა ტედის, ამიტომ მას და ლეგენდარულ მწვრთნელ ბირდს რეალურ გამოწვევას, რეალურ გუნდსა და A ლიგის რეალურ მატჩს ვთავაზობთ." - ანდრიუს ტაპინასი
ორგანიზატორების ცნობით, ოფიციალური მიწვევა სუდეიკისის გარემოცვამდე უკვე მივიდა, პარალელურად კი სოციალურ ქსელებში კამპანია დაიწყო, რათა მსახიობი და სერიალის ავტორები გამოწვევის მიღებაში დარწმუნდნენ. თუ მხარეები შეთანხმდებიან, ჟალგირისის მატჩი ჯეისონ სუდეიკისის ხელმძღვანელობით ვილნიუსში ამ შემოდგომაზე გაიმართება.
TED LASSO IS ACTUALLY GETTING THE JOB?! 👔
— SPORF (@Sporf) August 26, 2026
Vilnius Žalgiris FC have invited Jason Sudeikis aka Ted Lasso to coach one of their women’s league matches in Lithuania. 🇱🇹
And this isn’t just a photo op… he’d reportedly have full control for the week, from running training sessions… pic.twitter.com/1JTfhoYkBg