Belive

პარი სენ ჟერმენმა ბარსელონასა და ბაიერნის რეკორდი გაიმეორა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში პარი სენ ჟერმენმა ფლამენგო პენალტების სერიაში დაამარცხა.

პსჟ-სთვის ეს 2025 წელს მე-6 ტიტული იყო, რაც რეკორდული შედეგია. პარიზელებმა ბარსელონასა და ბაიერნის მიღწევა გაიმეორეს, რომლებმაც ასევე 6 ტიტულის მოგება 2009 და 2020 წლებში შეძლეს.

პსჟ-ს ტიტულები 2025 წელს:

  • ლიგა 1

  • საფრანგეთის თასი

  • საფრანგეთის სუპერთასი

  • ჩემპიონთა ლიგა

  • ევროპის სუპერთასი

  • საკონტინენტთაშორისო თასი

ბარსელონას ტიტულები 2009 წელს:

  • ლა ლიგა

  • ესპანეთის თასი

  • ესპანეთის სუპერთასი

  • ჩემპიონთა ლიგა

  • უეფას სუპერთასი

  • მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი

ბაიერნის ტიტულები 2020 წელს:

  • ბუნდესლიგა

  • გერმანიის თასი

  • გერმანიის სუპერთასი

  • ჩემპიონთა ლიგა

  • ევროპის სუპერთასი

  • მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი

პსჟ წელს უნიკალურ მიღწევასთან ძალიან ახლოს იყო - ლუის ენრიკეს გუნდს შეეძლო, მე-7 ტიტულიც მოეპოვებინა, თუმცა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში პარიზელები ჩელსისთან დამარცხდნენ (0:3).

სხვა სტატიები