გორდონმა ბარსელონაში გადასვლის მიზეზი გაამხილა
ენტონი გორდონი, ხვალ, ალ აჰლის წინაარმდეგ, ბარსელონას მაისურით, კიდევ ერთ შეხვედრას ჩაატარებს. ინგლისელისთვის, პირველი ბარსელონური დღეები დადებითად წარიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ნიუკასლის ყოფილმა ფეხბურთელმა, ქვეყანა შეიცვალა, მაინც სწრაფად გაიარა კლუბთან ადაპტაცია.
ბარსელონას ფეხბურთელის რანგში ჩემი პირველი კვირა შესანისნავი იყო. ეს ახალი ქალაქი და ახალი ქვეყანაა. ახალი თანაგუნდელები და სამწვრთნელო შტაბი. ეს შესანიშნავი გამოცდილებაა. თავი ყველამ ძალიან სასაურველ ადამიანად მაგრძნობინა. - ენტონი გორდონი
🎙️ Anthony Gordon: “I wanted to come here because I like this style of play.”
— Barca Xtra (@Barcaxtr) August 18, 2026
He’s now looking forward to meeting the Barça fans for the first time and hopes to score, win and enjoy the experience. 🔵🔴 pic.twitter.com/ZK3wAKF4ri
ინგლისელი ფეხბურთელი საკუთარ ბარსელონურ კარიერას საკმაოდ დიდი ენთუზიაზმით უყურებს და აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის საფეხბურთო ფილოსფიისადმი მისმა დამოკიდებულებამაც განაპირობა.
გორდონმა განმარტა: "მწვრთნელის იდეა წინასწარ ვიცოდი და სწორედ ამიტომაც მინდოდა აქ გადმოსვლა, რადგან ეს სათამაშო სტილი ძალიან მომწონს".
გორდონმა ბარსელონას გულშემატკივრებსაც მიმართა და მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭესრისთვის, რომელიც კლუბში გადასვლის შემდეგ მიიღო და პირობა დადო, რომ მოედანზე ამ სიყვარულს შესაბამისად უპასუხებს. ხვალ, კატალონიური კლუბი ალ აჰლის დაუპირისპირდება, სადაც ბარსელონას მაისურით, ინგლისელი ფეხბურთელი კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებს. ინგლისელის დებიუტი ამხანაგურ მატჩში, ბაზელის წინააღმდეგ შედგა. ის მატჩი ბარსელონამ 5:2 მოიგო.