ნორვეგიამ ერაყს მოუგო და ჯგუფში გალიდერდა
მსოფლიო ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრაში, ნორვეგიამ ერაყი დიდი ანგარიშით, 4:1 დაამარცხა და ამ წუთისთვის, ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს.
ბრწყინვალე შეხვედრა ჰქონდა გუნდის ლიდერს, ერლინგ ჰოლანდს, რომელმაც მეტოქეთა კარი ორჯერ აიღო და გახდა მეოთხე მოთამაშე ისტორიაში, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრაში, ერთ ტაიმში დუბლის შესრულება შეძლო. აქამდე მსგავსი რამ სამ ფეხბურთელს, ფლორენსიო ამარილას, ჟან დე ლა ფონტენს და ფოლარინ ბალოგუნის გამოუვიდათ.
შეხვედრის 29-ე წუთზე, ანგარიში სწორედ ჰოლანდის გოლით გაიხსნა. ერაყელებმა კი, გოლის გაშვებიდან სულ რაღაც 10 წუთში წონასწორობა აღადგინეს. ნორვეგიელთა საჯარიმოში შესული ამირალ ამარის ჩაწოდების შემდეგ, ანგარიში აიმენ ჰუსინიმ გაათანაბრა. მათი გოლიდან მალევე, ჰოლანდმა დუბლის შესრულება შეძლო, როდესაც ერაყელი ცენტრალური მცველის, ზიად თაჰსინის, საკუთარ საჯარიმოში გაკეთებული გადაცემის შემდეგ, ნორვეგილეთა შემტევმა პრესინგზე კარგად ითამაშა და მეტოქე გუნდის მეკარის, ჯალალ ჰასანის უხერხული მოგერიების შემდეგ, ბურთი პირდაპირ ჰოლანდს მოხვდა და ისე გადაკვეთა მეტოქე გუნდის კარის ხაზი.
ტაიმის მიწურულს, ერაყელებს ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ მეკარესთან ერთი ერთზე გასულ ალი ალ ჰამადის, კრისტოფერ აიერმა არ დაარტყმევინა და საკმაოდ ეფქტური ვარდნაც შემოგვთავაზა.
შეხვედრის მეორე ნახევარი, პირველთან შედარებით, საკმაოდ მძიმე გამოდგა. შეტევებმა და სახიფათო მომენტებმა იკლო. ერაყელები, რომლებიც პირველ ტაიმში ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ, მეორე ნახევარში საინტერესოს ვერაფერს გვთავაზობდნენ. სამაგიეროდ, ნორვეგიელთა რიგებში შეცვლაზე შემოსულმა ორმა ფეხბურთელმა, ლეო ოსტიგორმა და კრისტიან ტროსტვედმა გოლების გატანა შეძლეს და საბოლოო ანგარიშიც (4:1) დააფიქსირეს.
ამ ეტაპზე, ნორვეგია და საფრანგეთი, 3-3 ქულით, ჯგუფში პირველ და მეორე ადგილებს იყოფენ. ნორვეგია შემდეგ შეხვედრას 23 ივნისს, სენეგალის წინააღმდეგ, ხოლო საფრანგეთი, იმავე დღეს, ერაყის წინააღმდეგ ჩაატარებს.
LEO ØSTIGÅRD WITH A BULLET HEADER! 💥🇳🇴
— Mr. R⚽️ (@MrRegates) June 16, 2026
A massive header from the center-back puts the Norwegians completely in the driving seat with less than 15 minutes to go.
🇮🇶 Iraq 1-3 Norway 🇳🇴 (76’)#IraqNorway #InternationalFootball #Norway https://t.co/hKL964gBhI