საფრანგეთის ნაკრები ოლისესთვის ყვითელი ბარათის გაუქმებას ითხოვს
საფრანგეთის ეროვნული ნაკრები მაიკლ ოლისესთვის პარაგვაის წინააღმდეგ მიღებული ყვითელი ბარათის გაუქმებას ითხოვს. საფრანგეთის ფედერაციამ საჩივრით FIFA-ს უკვე მიმართა, რადგან ისინი თვლიან, რომ გაფრთხილება ოლისემ დაუმსახურებლად მიიღო და ეს ვიდეოჩანაწერებიდანაც ძალიან კარგად ჩანს.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისთვის ეს ყვითელი ბარათი ერთგვარი რისკია, რადგან თუკი ოლისე 1/4-ფინალში მაროკოსთან კიდევ ერთ გაფრთხილებას მიიღებს და მათი ნაკრები მომდევნო ეტაპზე გასვლას შეძლებს, მაშინ 1/2-ფინალში 24 წლის შემტევი ვეღარ ითამაშებს.
The French Football Federation has appealed to FIFA to rescind Michael Olise’s yellow card during the World Cup last-16 win over Paraguay.
— The Athletic | Football (@TheAthleticFC) July 6, 2026
Olise was booked after an altercation with Matias Galarza. The Paraguayan went to ground holding his face, but replays showed the Bayern… pic.twitter.com/zOYNscvMGu
შეგახსენებთ, რომ ერთი დაახლოებით ასეთი შემთხვევა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე ვიხილეთ. ერთ-ერთ მასპინძელი ქვეყნის ფეხბურთელს ფოლარინ ბალოგუნს დისვალიფიკაცია გაუუქმეს. მან ბოსნიასთან მატჩში წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მომდევნო შეხვედრა ანუ ბელგიასთან 1/8-ფინალური დაპირისპირება უნდა გამოეტოვებინა, მაგრამ გადაწყვეტილება შეიცვალა და FIFA-მ უფლება მისცა და ახლა ის უკვე თამაშს შეძლებს.