მხოლოდ 6 მატჩი | პოგბასა და მონაკოს გზები გაიყო
პოლ პოგბამ და მონაკომ ერთწლიანი თანამშრომლობა დაასრულეს. ინფორმაცია ოთხშაბათს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში თავად კლუბმა დაადასტურა. მონაკოში ფრანგის ტრანსფერს „ამბიციური რისკი“ უწოდეს და ხაზი გაუსვეს იმ გამოცდილებასა და დახმარებას, რაც მან ახალგაზრდა ფეხბურთელებს გაუწია.
კლუბმა ასევე აღნიშნა მისი პროფესიონალურ ფეხბურთში დაბრუნების მნიშვნელობა, ხოლო თავად პოგბამ, მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, მონაკოს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
Le club de la Principauté et le milieu de terrain international français annoncent conjointement la fin de l’aventure qui avait débuté à l’intersaison 2025.
— AS Monaco 🇲🇨 (@AS_Monaco) August 19, 2026
Le Club exprime sa reconnaissance envers le champion du monde 2018 et lui souhaite le meilleur pour la suite 🔴⚪
ℹ️Lire… pic.twitter.com/IPFNgnQKl5
33 წლის ნახევარმცველს კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებდა, თუმცა ხელშეკრულების ვადაზე ადრე გაწყვეტის შესახებ რამდენიმე კვირის წინ აცნობეს. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ფეხბურთელის ხშირი ტრავმიანობა და ოპტიმალური ფორმის აღდგენის სირთულე გახდა.
მონაკოს მაისურით პოგბამ მოედანზე შესვლა სულ 6-ჯერ შეძლო, ისიც შეცვლაზე. ამ ზაფხულს ფრანგმა მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა 18 ივლისს, სენტ-პრიესტთან 5:2 მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში.
პოლ პოგბა დროებით მონაკოში დარჩება, სადაც მკურნალობის კურსს გააგრძელებს და კლუბის ინფრასტრუქტურობით სარგებლობის უფლებაც ექნება.