მესიმ მომავალი თაობის 10 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
ლიონელ მესიმ დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებსაც მომავლის თაობად მიიჩნევს. არგენტინელმა მონაწილეობა მიიღო Adidas-ის ინიციატივის, „Messi +10“-ის მესამე გამოშვებაში, რომელიც მამაკაცთა და ქალთა ფეხბურთიდან ათ ახალგაზრდა ტალანტს ერთ სიაში აერთიანებს.
სიაში როგორც ნაცნობი სახეები, ისე ნაკლებად პროგნოზირებადი კანდიდატები მოხვდნენ. ათეულში არიან არსენალის წარმომადგენელი მაქს დოუმენი და ჩელსის ფეხბურთელი ქლოი სარვი, თუმცა სია არ შემოიფარგლება მხოლოდ ევროპის წამყვანი აკადემიებით.
a legacy to build on 🐐. the next chapter starts here. meet the rising stars of Messi +10, season 3. 💫 https://t.co/8DVfmTPaXW
— adidas Football (@adidasfootball) October 11, 2026
ტომას არანდა - მესის ერთადერთი არგენტინელი რჩეული
მესის არგენტინული ფეხბურთისთვისაც აქვს ადგილი: ბოკა ხუნიორსის წარმომადგენელი ტომას არანდა მესის ერთადერთი თანამემამულეა ათეულში. 19 წლის შემტევი ნახევარმცველი სეზონს სტაბილურობით იწყებს და უკვე 14 მატჩი აქვს ჩატარებული.
რჩეულებს შორის არიან: კრისტალ პალასთან დაკავშირებული ამერიკელი ფეხბურთელი სავიერ გოზო; ტიხუანას ფეხბურთელი ხილბერტო მორა (მექსიკური ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარკვლავი); ქან უზუნი - აინტრახტის და თურქეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდი; კის სმიტი (ალკმაარი), ხესუს როდრიგესი (კომო); ლოტა ვრედე (ჰამბურგი) და ჯოვანა ვაქსმანი (ლიონი).
სია აერთიანებს ევროპისა და ამერიკის მოთამაშეებს და ინარჩუნებს ტრადიციას, რომელშიც მამაკაცთა და ქალთა ფეხბურთის ტალანტები ერთად არიან წარმოდგენილი.