Belive

მარტინესი მსოფლიო ჩემპიონატზე: ,,ვისურვებდი, რომ ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ 1/8-ფინალში გადიოდეს''

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატზე ისაუბრა:

,,მსოფლიო ჩემპიონატზე 48 ნაკრების მონაწილეობას მივესალმები - ეს ტურნირი ყველასთვისაა და აქ მოხვედრა უფრო მარტივი უნდა იყოს. თუმცა, ფორმატი არ მომწონს, ზედმეტად ბევრი მატჩია.

ამიტომ, ვისურვებდი, რომ ჯგუფის გამარჯვებულები, პირდაპირ 1/8-ფინალში გადიოდნენ. ისე, როგორც ეს ჩემპიონთა ლიგაზე ხდება. ასეთ შემთხვევაში, ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში, ნაკრებებს არ ექნებოდათ შესაძლებლობა, წინასწარ განესაზღვრათ, მომავალი მეტოქის გათვალისწინებით, რომელი მარშრუტი იქნებოდა მათთვის უფრო მიმზიდველი. არ მგონია, ეს შეესაბამებოდეს ფეხბურთის სულისკვეთებას, სადაც ყველა მატჩის მოგება მნიშვნელოვანია.'' - რობერტო მარტინესი

პორტუგალიის ეროვნული ნაკრები მუნდიალის K ჯგუფში უზბეკეთთან და კოლუმბიასთან ერთად იასპარეზებს. ჯგუფის მე-4 წევრი ახალი კალედონია, იამაიკა ან კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა იქნება.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი, რომელსაც აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ, 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს.

სხვა სტატიები