"ჟოზე მოურინიო შესაძლოა პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გახდეს" - ESPN
ბენფიკას მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო შესაძლოა პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში დაინიშნოს, ინფორმაციას ESPN ავრცელებს. წყაროს ცნობით 63 წლის სპეციალისტი აღნიშნული თანამდებობის მთავარი კანდიდატია და ოფიციალური შეთავაზება შესაძლოა ამ ზაფხულს განხორციელდეს.
პორტუგალიის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესია, მას კონტრაქტი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეწურება და დიდი ალბათობით ჟოზე სწორედ მარტინესს ჩაანაცვლებს.
ჟოზე მოურინიო ბენფიკას მთავარ მწვრთნელად გასული წლის სექტემბერში დაინიშნა და კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. პორტუგალიელმა სპეციალისტმა თავისი გუნდი მოედანზე 30-ჯერ გაიყვანა, რა დროშიც შესანიშნავი სტატისტიკა უფიქსირდება - 18 მოგება, 6 ფრე და 6 მარცხი.
🚨 𝗟𝗘 𝗣𝗢𝗥𝗧𝗨𝗚𝗔𝗟 🇵🇹 𝗣𝗢𝗨𝗥𝗥𝗔𝗜𝗧 𝗢𝗙𝗙𝗥𝗜𝗥 𝗟𝗘 𝗣𝗢𝗦𝗧𝗘 𝗗𝗘 𝗟𝗘 𝗦𝗘́𝗟𝗘𝗖𝗧𝗜𝗢𝗡𝗡𝗘𝗨𝗥 𝗔̀ 𝗝𝗢𝗦𝗘́ 𝗠𝗢𝗨𝗥𝗜𝗡𝗛𝗢 𝗔𝗣𝗥𝗘̀𝗦 𝗟𝗘 𝗠𝗢𝗡𝗗𝗜𝗔𝗟 𝟮𝟬𝟮𝟲 ! 🔜
— Actu Foot (@ActuFoot_) February 10, 2026
L’actuel entraîneur de Benfica prendrait alors la succession de Roberto Martinez, dont le… pic.twitter.com/4OfvfJkd8p