მალდინის სურს, რომ იტალიის ნაკრები პირლომ ჩაიბაროს
ანდრეა პირლო იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების ახალი ფავორიტია, ინფორმაციას La Gazzetta dello Sport ავრცელებს. პირლოს კანდიდატურას პაოლო მალდინი და ლეონარდო მხარს უჭერენ და იმედოვნებენ, რომ ყოფილ თანაგუნდელთან ერთად მუშაობა კვლავ მოუწევთ.
ანდრეა პირლო ახალ კანდიდატურად მოგვევლინა. აქამდე მთავარ პრეტენდენტებად ანტონიო კონტე და რობერტო მანჩინი მოიაზრებოდნენ, ასევე დღეს პეპ გვარდიოლაზეც გავრცელდა ჭორები, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით ყველაზე რეალური კანდიდატურა მაინც ლეგენდარული პირლოა.
Andrea Pirlo is the new favourite to take over as Italy coach, claims La Gazzetta dello Sport, as Paolo Maldini and Leonardo hope to reunite with a former Milan teammate.#Pirlo #Azzurri #Calcio #UnitedFC pic.twitter.com/HmC50pr7h0
— Football Italia (@footballitalia) July 13, 2026
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ფეხბურთელი პაოლო მალდინი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი გახდა, მისი მრჩეველი კი ლეონარდოა. აქედან გამომდინარე ბევრი რამ სწორედ მათზე იქნება დამოკიდებული თუ ვინ გახდება იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.