Belive

პაოლო მალდინი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ დირექტორად დაინიშნა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ჯოვანი მალაგომ, ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლეგენდარულმა პაოლო მალდინიმ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორის პოსტი ჩაიბარა.

მალდინი ამ მოვალეობას ლეონარდოსთან ერთად შეასრულებს, რომელიც ფედერაციაში მრჩევლის სტატუსით იმუშავებს.

„მალდინი ყოველთვის ჩემი მთავარი მიზანი იყო. მიმაჩნდა, რომ ის საუკეთესო კანდიდატურა იქნებოდა 'FIGC'-ის ტექნიკური სექტორის სათავეში ჩასაყენებლად, რაც არა მხოლოდ პირველ გუნდს, არამედ მთელ ასაკობრივ ნაკრებებს მოიცავს. ორი კვირის განმავლობაში დეტალურად განვიხილეთ ყველა პროექტი.

პაოლომ მაშინვე გამოთქვა სურვილი, რომ კონსულტანტად ლეონარდო ჩართულიყო, რადგან სამუშაო საკმაოდ მოცულობითი, საპასუხისმგებლო და რთულია. მოხარული ვარ, რადგან ლეონარდოს დიდ პატივს ვცემ, ისინი ერთი მონეტის ორი მხარე არიან." - ვკითხულობთ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში

მხარეებს შორის გაფორმებული ოთხწლიანი ხელშეკრულება 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდეა გათვლილი, რომელიც გზად ევროპის ჩემპიონატსაც მოიცავს. ამრიგად, იტალიური ფეხბურთის მომავალს მომდევნო წლებში ტანდემი - ტექნიკური დირექტორი და „კლუბ იტალიის“ პრეზიდენტი პაოლო მალდინი და მისი მრჩეველი ლეონარდო გაუძღვებიან.

სხვა სტატიები