კლოპმა გერმანიის ნაკრების დებიუტანტი ფეხბურთელი პსჟ-ს ვარსკვლავს შეადარა
გუშინ ერთა ლიგის მორიგი მატჩი გაიმართა, სადაც გერმანია სერბეთს დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. გერმანელთა მხრიდან, გოლები ტომ ბიშოპმა და ფლორიან ვირცმა გაიტანეს. თუმცა მატჩის დასრულების შემდეგ, იურგენ კლოპის ყურადღება კიდევ ერთმა ფეხბურთელმა მიიპყრო. 22 წლის დებიუტანტმა, მიკა ბაურმა, რომელიც რიგით მე-1000 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ოფიციალურ მატჩებში ეროვნული ნაკრების მაისური მოირგო, კლოპის ქება დაიმსახურა.
მატჩის დასრულების შემდეგ, კლოპმა, ბაური შეაქო და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველი პარი სენ-ჟერმენის ვარსკვალვის, ვიტინიას კვალს მიჰყვება. ჯერ კიდევ გასულ სეზონში, ბაური პადერბორნში, ბუნდესლიგის მეორე დივიზიონში თამაშობდა. 2026/27 წლების სეზონში კი გუნდი ბუნდესლიგაში დაბრუნდა და ამ ეტაპზე, სატურნირო ცხრილში, მე-12 ადგილს იკავებს. მაგრამ ბაური, მიმდინარე წლის ზაფხულში, სელტიკის ფეხბურთელი გახდა. შოტლანდიურმა გრანდმა, ახალგაზრდა ფეხბურთელი 6 მილიონ ევროდ შეიძინა. მატჩის დასრულების შემდეგ, კლოპმა, ბაურზე ისაუბრა.
იმ ფიზიკური მონაცემებით, რომლებიც მას აქვს, ასეთი ტიპის ფეხბურთში თავის დამკვიდრება ძალიან რთული და განსაკუთრებულია. ახლა უკვე ნამდვილად ვნახეთ, რომ შესანიშნავი ფეხბურთლია. ის, თავისი სათამაშო სტილით, ვიტინიას მაგონებს. - იურგენ კლოპი
კლოპმა, გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში, პირველი გამარჯვება მოიპოვა. "ბუნდესნაკრებმა" ერთა ლიგის კამპანია, ნიდერლანდებთან ფრით დაიწყო. გერმანია შემდეგ შეხვედრას, 4 ოქტომბერს, საბერძნეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.
Look at the way Jurgen Klopp welcomed 22 year old Mika Baur as he came on for his Germany debut
— 𝗦𝗮𝗺☆ (@LFC_Sam__) October 1, 2026
How can you not love this man pic.twitter.com/6tw2Z8wLD7