'ფეხბურთელი ისე შენდება, როგორც სახლი' - რას ამბობდა ვენგერი ბავშვთა ფეხბურთზე?
5 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
არსენ ვენგერს, რომელიც გამორჩეული იყო იმით, რომ არსენალის მწვრთნელობის დროს, ახალგაზრდებს გამუდმებით აძლევდა შანსს და მისი გუნდი ლაღი ფეხბურთის მიმდევარი იყო - საინტერესო მოსაზრება აქვს ფეხბურთელად ჩამოყალიბების შესახებ. მან ეს განცხადება 4 წლის წინ გააკეთა და გავიხსენოთ, რას ფიქრობს - როგორ უნდა შედგეს წარმატებული ფეხბურთელი.
ეს ძალიან მარტივია, თქვენ აშენებთ მოთამაშეს ისე, როგორც აშენებთ სახლს.
უპირველეს ყოვლისა მოდის სარდაფი, მოთამაშის საფუძველი ტექნიკაა. ამას 7-დან 14 წლამდე ასაკში იძენთ.
თუ 14 წლის ასაკში არ გაქვთ ტექნიკური უნარები, დაივიწყეთ ეს სპორტი. თქვენ ვერასდროს გახდებით ფეხბურთელი. მეორე ნაწილი არის ფიზიკური ასპექტი - პირველი სართული. სამწუხაროდ, ეს წყდება მხოლოდ 14-17 წლის ასაკში, როდესაც გრძნობთ, რომ საკმარისად ძლიერი და სწრაფი ხართ.
მეორე სართული არის ტაქტიკური გაგება. აქვს თუ არა ფეხბურთელს თამაშის გაგების უნარი? რა ვქნათ ბურთთან ერთად?
ბოლო ნაწილი, რომელიც 18-19 წლის ასაკში წყდება, არის ის, თუ რამდენად სურს მოთამაშეს იყოს წარმატებული. - არსენ ვენგერის განცხადება
2019 წლის ნოემბრიდან, ვენგერი FIFA-ს გლობალური ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელი გახდა - თანამდებობა, რომლითაც პასუხისმგებელია სპორტის ზრდისა და განვითარების ზედამხედველობასა და წარმართვაზე. ის ასევე იღებს მონაწილეობა FIFA-ს მიერ შემუშავებული ახალი წესების განხილვაში.