მიკელ მერინოსთვის სეზონი დასრულებულია - მან შესაძლოა მუნდიალიც გამოტოვოს
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის პრემიერ ლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში არსენალი მანჩესტერ იუნაიტედთან 2:3 დამარცხდა. მატჩში ტრავმა მიიღო მიკელ მერინომ, სამედიცინო კვლევის პასუხი აქამდე უცნობი იყო, მაგრამ არსენალმა დღეს განცხადება გაავრცელა. ლონდონური კლუბის ცნობით ესპანელ ფეხბურთელს გამოკვლევები ჩაუტარდა და მას მარჯვენა ფეხის ძვლის მოტეხილობა აქვს.
მიკელ მერინოს უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება, რის შემდეგაც ის აღდგენისა და რეაბილიტაციის პროცესს დაიწყებს. მეთოფეების განცხადებით, მიკელი სავარაუდოდ დიდი ხნით ვერ ითამაშებს, ისიც უცნობია ივარჯიშებს თუ არა საერთოდ სეზონის დასრულებამდე.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შესაძლოა 29 წლის მიკელ მერინომ მსოფლიო ჩემპიონატიც გამოტოვოს.
Medical update: Mikel Merino
— Arsenal (@Arsenal) February 1, 2026