ბასილაშვილი ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა და US OPEN-ს გამოეთიშა
ამერიკის ღია პირველობამ სტარტი 23 აგვისტოს საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებით აიღო და 14 სექტემბერს დასრულდება.
დიდი სლემის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე 3 ქართველი ასპარეზობდა, აქედან ერთი საქართველოს #1 ჩოგბურთელი - ნიკოლოზ ბასილაშვილი იყო, რომელმაც ასპარეზობა კვალიფიკაციის პირველივე წრეში, ურეიტინგო კორეელ ჩოგბურთელთან - ჰონგ სონგჩანთან 2-სეტში: 6:3; 7:6 დამარცხდა და ასპარეზობა დაასრულა.
მატჩმა 2 საათსაც არ გასტანა (1 საათი და 51 წუთი), სადაც ბასილაშვილმა 41 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ამას 7 ორმაგი შეცდომაც დაამატა და საბოლოოდ სავალალო შედეგი მიიღო. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ბასილაშვილმა ეს მატჩი თავად, საკუთარ შეცდომებზე დათმო, რადგან მას მის მეტოქეზე 2-ჯერ მეტი მოგებული ქულა ჰქონდა (20 ვინერსი ბასილაშვილს, 10 მის მეტოქეს).
ასე და ამგვარად, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობაზე გამოსვლა პირველივე მატჩი დაასრულა, თუმდა არ დაგვავიწყდეს, რომ კვალიფიკაციის 1/2-ფინალში გოგონები - ეკატერინე გორგოძე და მარიამ ბოლქვაძე გვყავს, რომლებიც თავის შეხვედრებს 26 აგვისტოს გამართავენ.