ქართველმა გოგონებმა US OPEN-ზე იმარჯვეს - წინ ნახევარფინალებია!
ამერიკის ღია პირველობამ სტარტი 23 აგვისტოს საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებით აიღო და 14 სექტემბერს დასრულდება.
ქართველი გოგონები ამერიკის ღია პირველობას წარმატებით იწყებენ - მარიამ ბოლქვაძემ და ეკატერინე გორგოძემ, კვალიფიკაციის პირველი წრეები წარმატებით დაძლიეს.
ეკატერინე გორგოძემ პოლონელი მეტოქე - კატარჟინა კავა, დრამატულ 2 საათიან და 8 წუთიან ბრძოლაში 3-სეტში (3:6; 7:6; 6:2) დაამარცხა და კვალიფიკაციის 1/2-ფინალში გავიდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 34 წლის ქართველმა პირველი სეტი დათმო და შემდეგ ეტაპზე გასვლა ზედიზედ 2 სეტის მოგებით შეძლო.
რაც შეეხება მარიამ ბოლქვაძეს, საკვალიფიკაციო ეტაპის 1/4 ფინალურ შეხვედრაში მარიამ ბოლქვაძის მეტოქე, რუსი - ერიკა ანდრეევა იყო, რომელიც ქართველმა 2 სეტში, 4:6 ; 6:7 დაამარცხა და ნახევარფინალში თამაშის ასპარეზობა მოიპოვა.
მარიამ ბოლქვაძე კვალიფიკაციის 1/2-ფინალში, 21 წლის რუსს - ალევტინა იბრაგიმოვა დაუპირისპირდება. ეკო გორგოძის მეტოქე კი ბერძენი - დესპინა პაპამიხაილი იქნება.
მატჩები 26 აგვისტოს არის დაგეგმილი - იქამდე კი შეგახსენებთ, რომ 25 აგვისტოს US OPEN-ზე საქმეში ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩაერთვება.