ზურიკომ სენტ-ეტიენს მოაგებინა და საუკეთესო გახდა
საფრანგეთის ლიგა 2-ის 30-ე ტურში სენტ-ეტიენმა სიუნკერკს უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. ახლა "მწვანეები" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან ტროას, თუმცა პირველადგილოსანს ამ ტურის შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებია.
ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა ზურიკო დავითაშვილს, რომელმაც თავის გუნდს პირადად მოაგებინა. პირველი ტაიმი ფრედ (1:1) დასრულდა, 66-ე წუთზე კი დავითაშვილმა თავად მოიპარა ბურთი და შეტევა საჯარიმოს გარედან, ბრწყინვალე დარტყმით დაასრულა. FLASHSCORE-მა ქართველს 9.0 შეფასება დაუწერა, SOFASCORE-მა კი ზურიკოს თამაში 9.9 ქულით შეაფასა - ორივე შემთხვევაში, ეს საუკეთესო მაჩვენებელია მოედანზე მყოფ ფეხბურთელებს შორის.
დავითაშვილს ლიგა 2-ში 13 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. იგი ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა და 3 გოლით ჩამორჩება ტროას ლიდერ ბენტაიებს.
90e+6 : VICTOIIIIRE ✌️ ! Ça fait cinq succès de rang à la maison et ça offre une vraie bonne opération ! On continue !
— AS Saint-Étienne (@ASSEofficiel) April 11, 2026
💚 2-1 🔵 #ASSEUSLD pic.twitter.com/EdXPPtOOtQ