Belive

სენტ-ეტიენის მეხუთე გამარჯვება - რა შეფასება დაიმსახურა ზურიკო დავითაშვილმა?!

14 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

სენტ-ეტიენი საფრანგეთის ლიგა 2-ის მეხუთე ტურში მონპელიეს დაუპირისპირდა და 3:1 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ დავითაშვილის კლუბმა ხუთიდან ხუთივე მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს.

ქართველმა შემტევმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 65 წუთი გაატარა. დავითაშვილმა ფინალურ მესამედში 9 ზუსტი პასი გააკეთა და 5 დუელიც მოიგო, თუმცა ამჯერად მოედანი საგოლე მოქმედების გარეშე დატოვა.

ქართველი შემტევის თამაში სტატისტიკის მწარმოებელმა ავტორიტეტულმა პლატფორმებმა შემდეგნაირად შეაფასეს:

  • Flashscore: 6.8

  • Sofascore: 6.8