ზურიკო დავითაშვილის შეფასება სტრასბურის წინააღმდეგ
საფრანგეთის 31-ე ტურის შეხვედრაში "სენტ-ეტიენი" "სტრასბურთან" 3:1 დამარცხდა. თავისი გუნდიდან ერთადერთი, შესანიშნავი გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა.
Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს 7.8 შეფასება დაუწერა, რაც "სენტ-ეტიენის" რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ზურიკომ კარში ერთხელ დაარტყა და 1 გოლის გატანა მოახერხა, 3-ჯერ დარტყმული დაუბლოკეს, 6-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და 3 წარმატებული გამოდგა, 35 გადაცემიდან 30 ზუსტი იყო, 12 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული 4-ში დარჩა.
90e+5 : ⏹️ C’est terminé. Déplacement difficile pour des Verts qui s’inclinent malheureusement logiquement à Strasbourg. Prochain rendez-vous dans le Chaudron face à Monaco (samedi, 21h05).
— AS Saint-Étienne (@ASSEofficiel) April 26, 2025
🔵 3-1 💚 #RCSAASSE pic.twitter.com/EztpzChPDZ
"სენტ-ეტიენი" ლიგა 1-ის ცხრილში 27 ქულით ბოლოსწინა მე-17 ადგილზეა (7 მოგება, 6 ფრე, 18 მარცხი), მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 3 მაისს, 23:05 საათზე "მონაკოს" წინააღმდეგ გამართავს.
ზურიკო დავითაშვილს მიმდინარე სეზონში 8 გოლი და 7 საგოლე გადაცემა აქვს.