ჯერ კიდევ ველით, თუმცა წესით, სენტ-ეტიენმა მესამე ადგილი დაიკავა
საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტური უცნაური გამოვიდა. საქმე ისაა, რომ ბასტიასა და ლე მანს შორის მატჩი 92-ე წუთზე შეწყდა. ბასტიას გულშემატკივრებმა, რომლებიც ლიგა 3-ში გავარდნას ვერ ეგუებოდნენ, მოედანზე აალებადი ნივთები გადმოყარეს - ეს მაშინ, როცა ლე მანი 0:2-ს იგებდა და უკვე ინაღდებდა ლიგა 1-ის საგზურს (მეორე ადგილით).
ამ გაუგებრობაშია სენტ-ეტიენიც - ზურიკოს გუნდმა ამიენი 5:0 გაანადგურა და ლაივცხრილში მესამე ადგილს იკავებდა, თუმცა ახლა იმის გამო, რომ ლე მანის 3 ქულა დაფიქსირებული არაა, მეორე ადგილს იკავებს (უდიდესი ალბათობით ეს მალე შეიცვლება და მესამეზე გადავა).
Match arrêté #SCBLMFC #SCBastia pic.twitter.com/wBrkl3C5n6
— Actu SC Bastia (@SpirituTurchinu) May 9, 2026
ზურიკო დავითაშვილმა ჩემპიონატი 14 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით დაასრულა. ლიგა 1-ში მოხვედრის გზა: სენტ-ეტიენმა ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა, ამიტომ ისინი ჯერ ლიგა 2-ის ნახევარფინალური წყვილის გამარჯვებულს (მე-4 და მე-5 ადგილოსნებს შორის) შეხვდებიან, გამარჯვების შემთხვევაში კი გადამწყვეტი დაპირისპირება ლიგა 1-ის მეთექვსმეტეადგილოსანთან გაიმართება.
ბასტიას გულშემატკივრების გამო შეწყვეტილ მატჩში 1 წუთი იყო დარჩენილი, ასე რომ, ახლა ყველა ოფიციალური ანგარიშის დაფიქსირებას ელოდება.