Belive

ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის 30-ე ტურის ოფიციალურ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 2-ის 30-ე ტურის უხვგოლიან მატჩში, "ბორდოსა" და "პარიზის" დაპირისპირება შედგა. "მატმუტ ატლანტიკზე" გამართული სანახაობრივი მატჩი, ფრედ 3:3 დასრულდა. "ბორდოს" რიგებში პირველი გატანილი გოლის ავტორი ზურიკო დავითაშვილი გახდა, რომელმაც მოგვიანებით საგოლე გადაცემაც შეასრულა, ბრწყინვალედ ითამაშა და "ჟირონდელებს" ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

ქართველ შემტევს შედეგიანი თამაში დაუფასდა - ლიგა 2-ის წარმომადგენლებმა ზურიკო დავითაშვილი 30-ე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დავითაშვილი "ბორდოს" ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

შეგახსენებთ, ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზე 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. მომდევნო ტურში, "ბორდოსა" და "კაენის" დაპირისპირება შედგება.

სხვა სტატიები