Belive

ზურიკო დავითაშვილის შეფასება ბასტიას წინააღმდეგ

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურის მატჩში ზურიკო დავითაშვილის "ბორდო" "ბასტიას" დაუპირისპირდა, შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 44-ე წუთამდე 0:3-ს აგებდა, მაგრამ საბოლოოდ სხვაობა შეამცირა და 2:3 დამთავრდა.

ბორდოელთა პირველი გოლი 44-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა, ხოლო მეორე გოლი 46-ე წუთზე ჯერემი ლივოლანტმა. ქართველი ფეხბურთელი Sofascore-მა 7.2-ით შეაფასა. ზურიკო დავითაშვილმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, 2-ჯერ კარში დაარტყა, ერთხელ კარისკენ, 6 შესრულებული დრიბლინგიდან 1 წარმატებული იყო, ბურთს 66-ჯერ შეეხო, 46 გაკეთებული გადაცემიდან ზუსტი 42 იყო (91%), 14 ორთაბრძოლიდან 4 მოიგო.

სხვა სტატიები