Belive

ზურიკო აქ არის | ქართველმა სენტ-ეტიენს პირადად მოაგებინა

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 2-ის 23-ე ტურში გინგამმა სენტ-ეტიენს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. იანვარში ზურიკო დავითაშვილმა 2 მატჩი გამოტოვა, შემდეგ 2 მატჩში კი ფორმაში შესვლა მოასწრო.

დღეს გინგამის წინააღმდეგ, ქართველმა შემტევმა პირადად მოიგო - ზურიკომ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მატჩი სრულად ჩაატარა. მე-10 წუთზე, დავითაშვილმა ჯერ პენალტიდან გახსნა ანგარიში, 5 წუთში კი თავური დარტყმით შანსი არ დაუტოვა მასპინძელთა მეკარეს. გინგამმა მატჩის დასრულებამდე მხოლოოდ ერთი გოლის გაქვითვა შეძლო.

ზურიკო დავითაშვილმა ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა (8.4) და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. ქართველს ჩემპიონატში 10 გოლი და 1 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

ამ გამარჯვებით, სენტ-ეტიენმა მესამე ადგილზე გადაინაცვლა, მეორეზე მყოფ რეიმსსაც 40 ქულა აქვს, ხოლო პირველზე მყოფი ტროა მხოლოდ 1 ქულით უსწრებს მდევრებს.

24-ე ტურში სენტ-ეტიენი საკუთარ მოედანზე ლავალს მიიღებს.

სხვა სტატიები