ზლატან იბრაჰიმოვიჩი 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის მეჩირაღდნედ აირჩიეს
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული შვედი ფეხბურთელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩირაღდნის მატარებლად აირჩიეს.
ვეტერანი ცენტრალური ფორვარდი იტალიაში გასამართი ზამთრის ოლიმპიადისთვის იმ საპატიო წევრებს შორის მოხვდა, რომელსაც ტრადიციულ ღონისძიებაში მონაწილეობის უფლება ექნებათ. ოლიმპიური ცეცხლის ჩირაღდნის მატარებელთა შორის საფეხბურთო სამყაროდან კიდევ ერთი წარმომადგენელია - ალიშა ლემანი, რომელიც კომოს ქალთა გუნდში თამაშობს.
2026 წლის ოლიმპიური თამაშები მილანსა და კორტინა დ'ამპეცოში 6-დან 22 თებერვლამდე გაიმართება.
Who else ?! Olympic games @milanocortina26 pic.twitter.com/Tjks8qoKIl
— Zlatan Ibrahimović (@Ibra_official) December 2, 2025