Belive

ფილიპე ლუისი გუნდისგან მალულად ჩელსის მფლობელებთან მოლაპარაკებებს მართავდა

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილიპე ლუისი ჩელსისთან მოლაპარაკებებს მართავდა. ამ ამბავში უცნაური თითქოს არაფერია, მაგრამ ბრაზილიელი ამ ყველაფერს ფლამენგოსგან მალულად აკეთებდა. როგორც იწერება ეს ყველაფერი თავად კლუბის პრეზიდენტმა აღმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ ფლამენგო ლუისისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებდა, ის გუნდს რამდენიმე დღე აიგნორებდა.

ჩელსის მფლობელთა ჯგუფი ფელიპე ლუისის მთავარ მწვრთნელად დანიშვნას სტრასბურში გეგმავდა, მაგრამ ბრაზილიელთან მოლაპარაკებები წარუმატებლად განვითარდა. ევროპიდან მიღებული უარის შემდეგ ლუისი კვლავ ფლამენგოს დაუბრუნდა, თუმცა უკვე გვიანი აღმოჩნდა. ბრაზილიური კლუბის პრეზიდენტმა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება გადაწყვიტა.

მიმდინარე სეზონში ლუისმა გუნდს 15 შეხვედრაში უხელმძღვანელა და აქედან 8 შეხვედრა მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 6 წააგო. ფლამენგოს ბრაზილიის სერია A-ში 4 ქულა აქვს და მე-11 პოზიციაზეა.

სხვა სტატიები