Belive

ზიდანმა დაბრუნება დაადასტურა - "სამწვრთნელო საქმიანობა მომენატრა"

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა - ზინედინ ზიდანმა სამწვრთნელო კარიერაში დაბრუნება დაადასტურა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე მოხდება.

ზინედინ ზიდანი 10 ნოემბერს ტულონში საქველმოქმედო მატჩზე იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მას არ უთამაშია, მან ისარგებლა შემთხვევით და ჟურნალისტებთან რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, მთავარი თემა კი სამწვრთნელო კარიერაში დაბრუნება იყო.

„დიახ, უკვე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვბრუნდები. ჩემთვის ფეხბურთი ყოველთვის განუყრელი ნაწილია. სამწვრთნელო საქმიანობა მომენატრა და ეს ყველაფერი ძალიან მალე იქნება.

მექნება თუ არა წნეხი? ეს ურთულესი ასატანია, მაგრამ როდესაც პროფესიონალი ხარ, სირთულეების დაძლევა გიყვარს..." - ზინედინ ზიდანი

2021 წლის ზაფხულში რეალ მადრიდიდან მეორედ წასვლის შემდეგ, ზიდანს რეგულარულად უკავშირებდნენ ევროპულ გრანდებს, განსაკუთრებით კი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობას, რადგან დიდიე დეშამმა განაცხადა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ იგი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 14-წლიან მოღვაწეობას დაასრულებს.

ზინედინ ზიდანს მენეჯერული კარიერის გათვალისწინებით მხოლოდ რეალში უმუშავია, 53 წლის ლეგენდა 2013 წელს მწვრთნელის დამხმარე იყო, 2014 წლიდან კი მადრიდულ გუნდში მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და 3-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 2-2-ჯერ კი ლა ლიგის, უეფას სუპერთასის, მსოფლიო საკლუბოსა და ესპანეთის თასის გამარჯვებული გახდა. 2017 და 2018 წლებში კი საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

სხვა სტატიები