Belive

ფაბრიციო რომანო: "ოფიციალურად - მოურინიომ რეალთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა"

1 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

თანამედროვე სპორტული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული ჟურნალისტის - ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჟოზე მოურინიომ რეალთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი 'სამეფო კლუბს' 2028 წლის ჩათვლით გაწვრთნის.

ასე და ამგვარად, რეალს ბენფიკასთვის თითქმის 7 მილიონი ევროს კომპენსაციის გადახდას მოუწევს. ეს კონკრეტული რიცხვი იყო საბოლოო კომპენსაციის ღირებულება, რომელიც მწვრთნელსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის შეთანხმდა. ეს ლისაბონური გუნდის დაცვას წარმოადგენდა, თუ მათი ცნობილი მწვრთნელი ისევ ყოფილ დამსაქმებელთან წავიდოდა.

ფაბრიციო რომანო ასევე აღნიშნავს, რომ ბენფიკას პრეზიდენტმა მოურინიოს კონტრაქტის განახლების ოფიციალური შეთავაზება უკვე წარუდგინა, თუმცა მოურინიო პერესის ხელახალი მიწვევით მოხიბლულია და პორტუგალიურ კლუბთან კონტრაქტის შეწყვეტაზე დათანხმდა და ბენფიკას ფეხბურთელებსა და შტაბს უკვე დაემშვიდობა.

ჟოზე მოურინიო მადრიდის რეალს 2010-დან 2013 წლამდე წვრთნიდა და ამ დროის განმავლობაში გუნდს 178 მატჩში უხელმძღვანელა. ჟოზემ რეალთან ერთად ლა ლიგა, ესპანეთის სამეფო თასი და სუპერ თასი მოიგო.

სხვა სტატიები