Belive

"კილიან მბაპეს ისე წარმოაჩენთ, თითქოს დიქტატორი იყოს..." - დეშამი

13 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

სპორტულ მედიაში ხშირად ვრცელდებოდა ჭორები, რომ კილიან მბაპე საკმაოდ მძიმე ხასიათისაა და საფრანგეთის გასახდელში სიტუაციას ძალიან რევდა. მაგრამ, დიდიე დეშამმა ეს ყველაფერი უარყო და კილიანი საპირისპიროდ დაახასიათა.

კილიან მბაპეს ისე წარმოაჩენთ, თითქოს დიქტატორი იყოს... რეალობა კი სრულიად სხვაა. მისი საჯარო იმიჯი საერთოდ არ ასახავს რეალობას. კილიანი ყოველთვის მომწიფებული იყო და მთელი გუნდიც მას მიჰყვება.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კილიანი ჩვენი კაპიტანია. როდესაც ის მოედანზე თუ მოედნის მიღმა საუბრობს, ის მთელ ჯგუფს წარმოადგენს. - განაცხადა დეშამმა

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებმა მერვედფინალურ ბრძოლაში პარაგვაის სძლია. ევროპულმა გუნდმა 1:0 მოიგო და მეოთხედფინალში მაროკოს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები