Belive

"კლუბი უკვე დასჯილი რომ იყოს, სიტიში მაინც გადავიდოდი" - ენცო მარესკა

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ენცო მარესკამ განაცხადა, რომ მანჩესტერ სიტიში დასაბრუნებლად მზად იქნებოდა, პრემიერ ლიგას ფინანსური დარღვევების საქმეზე ვერდიქტი უკვე გამოტანილი რომ ჰქონოდა. სიტიში გვარდიოლას ყოფილმა ასისტენტმა და ახლა უკვე მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მანჩესტერულ კლუბს კარგად იცნობს, სრულად ენდობა მათ სიმართლეს და თემის ვრცლად განხილვას აპელაციის მოგების შემდეგ გეგმავს.

საუბარი მაშინ მირჩევნია, როდესაც აპელაციას მოვიგებთ! მაგრამ გარწმუნებთ მანჩესტერ სიტის მაშინაც შევუერთდებოდი, პრემიერ ლიგის ვერდიქტი უკვე გამოქვეყნებული რომ იყოს. ამ ორგანიზაციას წლებია ვიცნობ! ვიცი, რამდენად სერიოზულები არიან და ვიცი, რომ ყველაფერს სწორად აკეთებენ. - ენცო მარესკა

მანჩესტერ სიტის გარშემო გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ ლიგამ კლუბს 2009-2018 წლებში ფინანსური წესების სავარაუდო დარღვევის გამო 115 ბრალდება წაუყენა. საქმე ეხება სპონსორებისგან მიღებული შემოსავლების ხელოვნურად გაზრდას, მწვრთნელებისა და ფეხბურთელების ხელფასების ფარულად გადახდასა და არაზუსტი ფინანსური ანგარიშგების წარდგენას. სიტი ბრალდებებს უარყოფს, თუმცა დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში კლუბს მსხვილი ფინანსური ჯარიმა, ქულების დაკლება ან პრემიერ ლიგიდან დაქვეითებაც კი ემუქრება.

სხვა სტატიები