მანჩესტერ სიტისთვის ორმაგი პრობლემა? | უეფა პრემიერ ლიგის საქმეს აკვირდება
მანჩესტერ სიტის სამართლებრივი პრობლემები ჯერ არ დასრულებულა. კლუბს ახლა უეფას მხრიდან დამატებითი სანქციების დაწესების საფრთხე ემუქრება. სიტის წინააღმდეგ ფინანსური რეგულაციების 114 დარღვევის შესახებ ბოლო გადაწყვეტილების შემდეგ, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.
თუ პრემიერ ლიგის გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, უცნობია, კონკრეტულად რა სადამსჯელო ზომებს მიიღებს უეფა. თუმცა, ევროპული დონის დამატებითი სანქციების შესაძლო დაწესება მანჩესტერ სიტისთვის, დამატებითი პრობლემაა, რადგან კლუბი საკუთარი სახელის აღდგენას ცდილობს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სიტი ფინანსურ რეგულაციებთან დაკავშირებით, საფეხბურთო ორგანოებს დაუპირისპირდა. 2020 წელს, უეფამ სიტის ევროტურნირებზე მონაწილეობა ორი წლით აუკრძალა და ფინანსური დარღვევისთვის, 30 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმაც დააკისრა.
ეს ორწლიანი დისკვალიფიკაცია მოგვიანებით გაუქმდა მას შემდეგ, რაც სიტიმ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში უეფას გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ამჟამად, სიტის ყურადღება მოედანზე მიმდინარე მოვლენებზეა გამახვილებული. თუმცა სამართლებრივი პასუხისმგებლობა კლუბს მაინც სერიოზულად აზიანებს. საბოლოო სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღებამდე, პრემიერ ლიგის შესაძლო სანქციები და უეფას შემდგომი რეაქცია ძალაში არ შევა.
🚨BREAKING: UEFA also considering CHARGING Manchester City.
— Polymarket FC (@PolymarketFC) October 6, 2026
Any UEFA charges will happen AFTER the Premier League’s disciplinary process ends.
City have previously failed to comply with UEFA's Financial Fair Play rules. pic.twitter.com/mtf709s7Q5