Belive

ჟოზეს კვლავ დისკვალიფიკაცია ემუქრება - ინციდენტი ისევ გალათასარაისთან მოხდა

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჟოზე მოურინიოს 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება, ინფორმაციას პორტუგალიური სპორტული გვერდი Abola აქვეყნებს. "ფენერბაჰჩე" თურქეთის თასის 1/4-ფინალში "გალათარაისთან" დამარცხდა, მატჩის შემდეგ კი ჟოზე მეტოქე გუნდის მთავარ მწვრთნელს, ოკან ბურუქს უკნიდან მიეპარა და ხელი ცხვირზე მოუჭირა, რის გამოც ის მინდორზე დაეცა.

წყაროს ცნობით, თუ მოურინიოს ქმედებები "თავდასხმად" განიხილება თურქეთის ფეხბურთის დისციპლინური დებულების 44-ე მუხლის თანახმად, მას 5-10-დან თამაშამდე დისკვალიფიკაცია დაემუქრება. თუ ეს შეფასდება "არასპორტულ ქცევად" მაშინ 1-3 მატჩამდე დაისჯება.

ჟოზე მოურინიოსთვის ეს პირველი დისკვალიფიკაცია არ არის, მას რამდენიმე კვირის წინ კვლავ "გალათასარაისთან" მოუვიდა ინციდენტი და 4-მატჩიანი დისკვიალიფიკაციით დაისაჯა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე მოურინიომ ერთ კონკრეტულ ეპიზოდზე გაამახვილა ყურადღება, მსაჯებს მადლობა გადაუხადა და "გალათასარაის" ფეხბურთელებს მაიმუნები უწოდა, ამის გამო კი ის რასისტულ განცხადებაში დაადანაშაულეს.

სხვა სტატიები