Belive

ჟოზემ პოგბას უპასუხა: ,,ჩემთვის სულერთია, რას იტყვის ის''

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის ,,ტოტენჰემის'' მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ნახევარმცველის, პოლ პოგბას, კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ სოლსკიაერი, ჟოზესგან განსხვავებით, საკუთარი ფეხბურთელის წინააღმდეგ არასდროს წასულა.
,,მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის სულერთია, რას ამბობს პოლ პოგბა. ეს საერთოდ არ მაინტერესებს,'' - მოურინიოს სიტყვებს independent-ი ციტირებს.
მოურინიო ,,მანჩესტერ იუნაიტედში'' 2016-2018 წლებში მუშაობდა. ,,წითელმა ეშმაკებმა'' პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ევროპა ლიგა, ინგლისის ლიგის თასი და სუპერთასი მოიგეს.

სხვა სტატიები