Belive

ჟოზე მოურინიომ დიომანდეს შესახებ ისაუბრა - „მას არაფერი აკლია“

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიელი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს რწმენით, იან დიომანდეს მადრიდის „რეალის“ ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად ასპარეზობისთვის ყველა თვისება აქვს​. თუმცა, ახალგაზრდა თავდამსხმელს სასტარტო პოზიციის დამკვიდრებაში ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი რამ უშლის ხელს - უკიდურესად მაღალი კონკურენცია.

Tribuna-ს ცნობით, „რეალისა“ და „ელჩეს“ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მოურინიოს სწორედ დიომანდეს შესახებ ჰკითხეს.

„დიომანდეს არაფერი აკლია, ნებისმიერ სხვა ძლიერ კლუბში ის ყველა შეხვედრაში 90 წუთს ითამაშებდა“ - ჟოზე მოურინიო

ამასთან, „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა განმარტა, რომ დიომანდეს სათამაშო დროის საკითხი თავად ფეხბურთელის შესაძლებლობებთან კავშირში არ არის. პრობლემა მხოლოდ მადრიდული გრანდის შემადგენლობაში არსებული უზარმაზარი არჩევანია.

„ჩვენ ბევრი ვარიანტი გვაქვს: დიომანდე, ვინისიუს ჟუნიორი, არდა გიულერი, ბრაჰიმ დიასი და მალე როდრიგო გოეშიც დაგვიბრუნდება. ამიტომ, რთულია გარანტირებული ადგილი გამოინახოს სასტარტო შემადგენლობაში“ - ჟოზე მოურინიო

ამ დროისთვის მადრიდის „რეალი“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს. გუნდს ხუთი ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს და ლიდერ „ბარსელონას“ სამი ქულით ჩამორჩება. 

სხვა სტატიები