Belive

ჟოზე მოურინიო: "პოლიტიკა მაინტერესებს, თუმცა საჯაროდ არ ვსაუბრობ"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ისაუბრა და მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერებს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
"შეაჩერეთ ომი. თუ ამის გამეორება ყოველდღიურად მომიწევს, გავიმეორებ. შეწყვიტეთ ომი.  პოლიტიკაზე არ ვსაუბრობ. მიუხედავად იმისა, რომ ეს სფერო მაინტერესებს, მასზე საჯაროდ არ ვლაპარაკობ", - თქვა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალები 24 თებერვალს შევიდნენ და მას შემდეგ ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

სხვა სტატიები