Belive

ჟოზე მოურინიო პედროს სიმულაციაში ადანაშაულებს

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ "ლაციოს" თავდამსხმელი პედრო გააკრიტიკა და მას სიმულანტი უწოდა. "სტადიო ოლიმპიკოზე" რომაული დერბი უგოლოდ დასრულდა, თუმცა ფეხბურთელები ხშირად შედიოდნენ ორთაბრძოლებში, ინტენსივობა საკმაოდ მაღალი იყო და 8 ყვითელი ბარათიც დარიგდა. თამაშის დასრულების შემდეგ, ჟოზემ ყოფილი შეგირდი ("ჩელსიში" მოურინიოს ბოლო სეზონში ერთად მუშაობდნენ) პედრო საჯაროდ გააკრიტიკა.

პედრო ფანტასტიკური მოთამაშეა, თუმცა ის ფანტასტიკური სიმულანტიც არის, ეს მშვენივრად ეხერხება - აღნიშნა ჟოზე მოურინიომ

ფრედ დამთავრებულ შეხვედრას არცერთი გუნდისთვის სარგებელი არ მოუტანია, 12 ტურის შემდეგ "რომა" მე-7 ადგილზეა 18 ქულით, "ლაციო" კი მე-10-ზე 17 ქულით. დაძაბული თამაშის შემდეგ "ლაციოს" მწვრთნელმა საკუთარ ვიზავიზე კომენტარი გააკეთა, მისი თქმით, მას ძალიან უყვარს ჟოზე, როგორც არაჩვეულებრივი პიროვნება, თუმცა არ მოსწონს ის ჟოზე, რომელიც "მედიის პერსონაჟია".

სხვა სტატიები