Belive

მოურინიო: "იმან ითამაშა მაგრად, ვინც თქვენ არ გიყვართ"

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჟოზე მოურინიომ, ლა ლიგის მესამე ტურში რეალ მადრიდის მიერ მალაგას (4:0) განადგურება შეაფასა და რამდენიმე ფეხბურთელი განსაკუთრებით შეაქო.

პორტუგალიელი სპეციალისტის კომენტარებს გაზეთი Marca აქვეყნებს:

ჩვენი მიზანი იყო კარი მშრალად შეგვინახა და მოედანზე ორგანიზებულად გვემუშავა. ყოველთვის აგრესიულად შეტევა შეუძლებელია, რადგან ხანდახან მეტოქეც გიტევს და ასეთ დროს დაცვაში საიმედო თამაშია საჭირო.

ვინისიუსზე: მთავარია, რომ ფანებმა ისიამოვნეს, თუმცა ვისაც უმაღლესი დონის ფეხბურთის სწორი ხედვა აქვს, მათ მეორე ტაიმითაც უნდა მიეღოთ სიამოვნება. დაცვაში გარჯა შოუს შემადგენელი ნაწილია. ჩვენ ვიხილეთ გუნდი, რომელიც დაცვით ფაზაში შესანიშნავად ირჯებოდა - მაგალითად, ვინისიუს ჟუნიორმა ბურთი დაკარგა, თუმცა უკან ჩამოვიდა, დაიცვა და პოზიცია დაიბრუნა. ფეხბურთი მხოლოდ გატანილი გოლების სილამაზით ტკბობა არ არის. სეზონში 121 გოლს ვერ გაიტან, თუ შეტევაში ტოპ-კლასის ოსტატები არ გყავს.

ჰუისენზე: მას ვესაუბრე. ძალიან მომწონს, როცა ცენტრალურ მცველს ბურთთან მუშაობის მაღალი კულტურა აქვს და ხაზებს შორის პასის გაკეთება შეუძლია, თუმცა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ფიზიკური ძალა, გადამწყვეტ მომენტებში მოქმედება, თავდაჯერებულობა და ორთაბრძოლების მოგების უნარია. მან უზარმაზარი პროგრესი განიცადა, მოედანზე დომინანტი იყო და სწორედ ასეთი ვერსია მჭირდება.

ბელინგემზე: ის ძალიან მომთხოვნია როგორც საკუთარი თავის, ისე თანაგუნდელების მიმართ. არ მინდა, რომ მან თითქმის მეორე მარცხენა მცველის პოზიციაზე ითამაშოს (როგორც წინა სეზონში ხდებოდა). იგი ფენომენალური ფეხბურთელია.

კამავინგაზე: დღეს შესანიშნავი მატჩი ჩაატარა მოთამაშემ, რომელიც არ მოგწონთ და რომელსაც ხშირად სათანადო აღიარებას არ ანიჭებენ - ეს ედუარდო კამავინგაა.

დიომანდეზე: რამდენი გადავიხადეთ მასში? ჩვეულებრივ, როცა ფეხბურთელში ასეთ თანხას იხდიან, ელიან, რომ იგი პირველივე დღიდან უმაღლეს დონეს აჩვენებს, თუმცა ის ძალიან ახალგაზრდაა და მოთმინება გვმართებს. იგი კარგად თამაშობს, მაგრამ ყველაფერი ეტაპობრივად უნდა მოხდეს. - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს marca

რეალმა ლა ლიგის 3 შეხვვედრაში 10 გოლი გაიტანა და მხოლოდ 2 გაუშვა - მადრიიდელებმა ყველა მატჩი მოიგეს და პირველ ადგილზეა (იქამდე მაინც, სანამ ბარსელონა მესამე ტურის შეხვედრას ჩაატარებს).

სხვა სტატიები