ჟოაო კანსელუს ფენომენალური მიღწევა - პორტუგალიელი ერთადერთია ვინც ეს დააფიქსირა
ლა ლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ბარსელონამ ელ კლასიკოში ესპანეთის ჩემპიონობა იზეიმა. ბლაუგრანამ რეალ მადრიდი 2:0 დაამარცხა და ისტორიაში 29-ე ტიტულს დაეუფლა.
აღნიშნული ჩემპიონობა გამორჩეული იყო ჟოაო კანსელუსთვის, რადგან პორტუგალიელი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის TOP 5 ლიგიდან ოთხი მოიგო. 31 წლის პოზიციით მარჯვენა მცველს 3-ჯერ მოგებული აქვს პრემიერ ლიგა (მანჩესტერ სიტისთან), თითო-თითოჯერ კი გერმანიის ბუნდესლიგა (ბაიერნთან), იტალიის სერია A (იუვენტუსთან) და ესპანეთის ლა ლიგა (ბარსელონასთან).
კარიერის განმავლობაში სხვა არაერთი უმნიშვნელოვანესი ტიტულის გარდა ჟოაოს ბენფიკასთან ერთადაც უზეიმია პორტუგალიის ჩემპიონობა.
შეგახსენებთ, რომ ჟოაო კანსელუ ბარსელონაში მიმდინარე წლის დასაწყისში ალ ჰილალიდან იჯარით გადავიდა, ამ ხნის განმავლობაში მან ესპანურ კლუბის მაისური ყველა ტურნირის ეგიდით 20 შეხვედრაში მოირგო, რა დროშიც 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
სხვა სტატიები
ბრედლი ბარკოლა არსენალში?
2 საათის წინ ფეხბურთი
მბაპე 'ელ კლასიკოში' არ იქნება
1 დღის წინ ფეხბურთი