Belive

ჟოან ლაპორტა: "ოქროს ბურთი იამალს უნდა მოეგო, მაგრამ ეს ვერ მოხდა"

12 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოქროს ბურთის მფლობელი ჰარი კეინი გახდა. ინგლისელმა ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში პირველად მიიღო.

კეინის მთავარი კონკურენტები გამოკითხვაში კილიან მბაპე და ლამინ იამალი იყვნენ.

Top ათეული ასე გამოიყურება:

  1. ჰარი კეინი

  2. კილიან მბაპე

  3. ლამინ იამალი

  4. როდრი

  5. ლეო მესი

  6. ხვიჩა კვარაცხელია

  7. უსმან დემბელე

  8. ერლინგ ჰოლანდი

  9. მაიკლ ოლისე

  10. ფაბიან რუისი

ოქროს ბურთის დაჯილდოების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა ბარსელონას პრეზიდენტმა - ჟოან ლაპორტამ, რომელიც გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იყო და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოქროს ბურთს ლამინ იამალი იმსახურებდა.

„ლამინის მიერ ამ ტიტულის მოგება აბსოლუტურად სამართლიანი გადაწყვეტილება იქნებოდა. ის თავადაც გრძნობს, რომ ამ ჯილდოს იმსახურებს და ამაზე ღიად საუბრობს. მე მის ასეთ გაბედულ აზროვნებას მხოლოდ დადებითად ვუყურებ.

ლამინმა საკმარისად დაამტკიცა თავისი ღირსება, რომ ოქროს ბურთის მფლობელი გამხდარიყო, მაგრამ ეს ვერ მოხდა, ვფიქრობ ის ამ ჯილდოს ყველაზე მეტად იმსახურებდა." - ჟოან ლაპორტა
  • წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ლამინ იამალი დასახელდა.

  • საუკეთესო მწვრთნელად ლუის დე ლა ფუენტე დაასახელეს.

  • სოკრატესის სახელობის ჯილდო ბუკაიო საკას გადაეცა.

  • საუკეთესო მეკარე უნაი სიმონი გახდა.

  • გერდ მიულერის სახელობის პრიზი ჰარი კეინმა მიიღო.

  • წლის საუკეთესო კლუბი - პარი სენ ჟერმენი.

  • წლის საუკეთესო ქალთა კლუბი - ბარსელონა.

  • ქალებს შორის ოქროს ბურთის მფლობელი ალექსია პუტელიასი გახდა.

სხვა სტატიები