Belive

ზედიზედ მეორედ | მადრიდის რეალი ოქროს ბურთის დაჯილდოებას არ დაესწრება

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, 22 სექტემბერს, პარიზში, 2024/2025 წლების სეზონის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

მადრიდის რეალი ოქროს ბურთის დაჯილდოებას წელსაც ბოიკოტს გამოუცხადებს და მათი არცერთი წარმომადგენელი დაჯილდოების ცერემონიაზე არ იქნება წარმოდგენილი. ფლორენტინო პერესმა მოსაწვევი მიიღო, თუმცა ის ღონისძიებას არ დაესწრება.

სამეფო კლუბსა და France Football-ს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ვინისიუს ჯუნიორს ოქროს ბურთი არ მისცეს და გაჩნდა უამრავი კითხვა გათამაშების წესებთან, მინიჭებულ ქულებთან და რეიტინგებთან დაკავშირებით.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ცერემონიას არ დაესწრება ემილიო ბუტრაგენიოც (რეალის წილის მფლობელი), თუმცა ეს ამბავი ოფიციალურად ჯერჯერობით არ დადასტურებულა.

სხვა სტატიები