ზაფხულში კაზემირო მანჩესტერ იუნაიტედს დატოვებს
5 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ხუთშაბათს საღამოს, მანჩესტერ იუნაიტედმა და კაზემირომ გამოაცხადეს, რომ ერთობლივი მოგზაურობა ამ ზაფხულს დასრულდება. ბრაზილიელის მიმდინარე კონტრაქტი 30 ივნისს იწურება.
2022 წელს, რეალ მადრიდიდან 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადმოსვლის შემდეგ, 33 წლის ნახევარმცველი კონტრაქტს აღარ გააგრძელებს.
კაზემიროს „წითელი ეშმაკების“ მაისურით 150-დე მატჩი აქვს ჩატარებული, მოიგო FA თასი 2024 წელს და კარაბაოს თასი 2023 წელს.
ლეგენდარულმა ნახევარმცველმა კლუბში ოთხი სეზონი გაატარა, 146 თამაში ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა.
მუდამ გამარჯვებული კაზემირო, „ოლდ ტრაფორდზე“ 2022 წლის აგვისტოში წარადგინეს და სწრაფად გახდა გულშემატკივრების ფავორიტი თავისი მებრძოლი ხასიათისა და გადამწყვეტ მომენტებში გოლების გატანის უნარის გამო.
გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, კაზემიროს დამშვიდობება სეზონის ბოლო საშინაო თამაშში, ნოტინგემ ფორესტის წინააღმდეგ მოუწყონ. - ნათქვამია მაჩესტერ იუნაიტედის განცხადებაში
💬 “I will always carry this club with me. I will always be a Manchester United fan.”
— Manchester United (@ManUtd) January 22, 2026
Once a Red, always a Red ❤️ pic.twitter.com/tFfU823WKt
ახლა საკითხავი ის არის, კარიერის როგორ განვითარებას აირჩევს კაზემირო, დაბრუნდება ბრაზილიაში თუ ფეხბურთის თამაშს ისევ ევროპაში განაგრძობს. ამის შესახებ მომავალ კვირებში უნდა გახდეს ცნობილი.