Belive

ყველაზე ახალგაზრდა ესპანელი | იამალმა საქართველოსთან რეკორდი დაამყარა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ, ესპანელ ლამინ იამალს დებიუტი ჰქონდა - ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე, ახალგაზრდა ფეხბურთელმა ესპანური ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი დაწერა.

წარმოშობით მაროკოელი ფეხბურთელი მოედანზე პირველ ტაიმში, დანი ოლმოს ნაცვლად გამოჩნდა - მაშინ, როდესაც ესპანეთი, საქართველოს ანგარიშით 0:4 ამარცხებდა.

ვუნდერკინდად წოდებული იამალი მოედანზე შესვლის დროს 16 წლისა და 57 დღის იყო. ამით მან თანაგუნდელის, გავის რეკორდი გააუმჯობესა, რომლის დებიუტიც 2021 წელს, 16 წლისა და 61 დღის ასაკში შედგა.

იამალი "ბარსელონას" ფეხბურთელი და ამომავალი ვარსკვლავია. რეკორდი "ბლაუგრანაშიც" აქვს დამყარებული - 2023 წლის 29 აპრილს, 83-ე წუთზე, მან გავი შეცვალა და "ბარსას" ძირითად გუნდში 15 წლის, 9 თვისა და 16 დღის ასაკში ითამაშა.

იამალს ესპანეთის U15, U16, U17 და U19 გუნდებში აქვს ნათამაშები. მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისტ მაროკოს დიდი სურვილი ჰქონდა, რომ ვუნდერკინდს ესპანეთის ნაკრებში არ ეთამაშა, მაგრამ იამალმა არჩევანი სწორედ ამ უკანასკნელზე შეაჩერა.

სხვა სტატიები