Belive

WhoScored | კვარაცხელია სერია A-ს 32-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 32-ე ტურის შეხვედრაში, "ნაპოლისა" და "ფროზინონეს" დაპირისპირება შედგა. ნეაპოლში გამართული მატჩი, ფრედ 2:2 დასრულდა.

"პარტენოპეის" ქართველმა ვარსკვლავმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში, თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. კვარა მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა და "ნაპოლის" შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. WhoScored-მა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში 8.79 ქულით შეაფასა და 32-ე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

20 აპრილს, თბილისის დროით 20:00 საათზე, 33-ე ტურის შეხვედრაში "ემპოლისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება გაიმართება.

სხვა სტატიები