Belive

ნაპოლიმ უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში, "ნაპოლისა" და "ჯენოას" დაპირისპირება შედგა. ნეაპოლში, "დიეგო მარადონაზე" გამართული შეხვედრა, ფრედ 2:2 დასრულდა.

"პარტენოპეის" მიერ დაკარგული უმნიშვნელოვანესი ქულების შემდეგ, სატურნირო ცხრილში ვითარება მკვეთრად დაიძაბა. მართალია "ნაპოლი" პირველ ადგილზე რჩება (78 ქულა), თუმცა მეორეადგილოსან "ინტერთან" (77 ქულა) სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა.

სეზონის დარჩენილ 2 მატჩს "ნაპოლი" ელიტაში დარჩენისთვის მებრძოლ "პარმასა" და "კალიარისთან" გამართავს. რაც შეეხება "ინტერს", ნერაძური "ლაციოსა" და "კომოს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები